21:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 14:50:56, 852 ნახვა

მსოფლიო
HRANA: ირანში მოკლული დემონსტრანტების რაოდენობა 500-ს აჭარბებს

ირანში, სადაც უკვე მე-16 დღეა მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სულ მცირე, 544 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. 

ორგანიზაციის თანახმად, ათობით მოკლულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

HRANA-ს მონაცემებით, რეჟიმმა საპროტესტო აქციებზე 10 681-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

უკვე მე-16 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.  დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.

ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი - გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი, როგორც ჩანს წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს და აღნიშნა, რომ ვითარებას აშშ ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ამასთან, დასძინა, რომ განიხილავს ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტსაც, მათ შორის, შესაძლო სამხედრო ვარიანტებს.  

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, რადგან, ირანის რეჟიმმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ. 

"გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics