|
2026-01-12 11:08:13, 763 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა, სადაც 13 იანვარს ფორუმში ევროპის წამყვან პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს ეძღვნება. "თავისუფლება შეტევაში: ბრძოლა უსაფრთხო ევროპისთვის“ Renew Europeis - ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. ფორუმზე თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „დემოკრატიის ფარი“, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და მედიის თავისუფლებას ეძღვნება. პანელის მონაწილეები იქნებიან: ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიჯე შააკე და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელი. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებში უფროსი კორესპონდენტი ტერი შულცი. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან", - აცხადებს პრესსამსახური.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)