14:48 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 10:55:05, 713 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპის თქმით, ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის სამხედრო ქმედებებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ირანის რეჟიმი, როგორც ჩანს წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს და აღნიშნა, რომ ვითარებას აშშ ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ამასთან, მან თქვა, რომ განიხილავს ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტსაც, მათ შორის, შესაძლო სამხედრო ვარიანტებს.  

"როგორც ჩანს, იწყებენ [წითელი ხაზების გადაკვეთას]. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. [...] ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, რადგან, ირანის რეჟიმმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა.

უკვე მე-16 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. 

ირანის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების დარბევას მსხვერპლი და ადამიანების დაშავება მოჰყვა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics