|
2026-01-11 13:05:15, 1006 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლება მზიას - ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები აქციას მართავენ
ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები აქციას მართავენ - ამ გზით ადგილზე შეკრებილები პატიმრობაში მყოფ ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ. “სიმბოლურად ქალთა ციხესთან ვართ იმიტომ, რომ აქ ყველაზე ახლოს ვართ მზია ამაღლობელთან, სხვა პატიმრებთან. ჩვენ ვითხოვთ როგორც მზია ამაღლობლის ისე სინდისის პატიმრების პოლიტ პატიმრების განთავისუფლებას. თუმცა დღეს ერთი წელი სრულდება, რაც მზია ამღლობელი არის უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, რომ ხვალინდელ მზიას მხარდასაჭერ მარშს შევუერთდეთ და მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ შეუერთდნენ ამ მარშს, რადგან მზია ამბობს - “იბრძოლეთ მანამ, სანამ გვიანი არ არის”.” - თეონა ჭალიძე, ქალი პოლიტიკოსი. ქალ პოლიტიკოსებს მიტანილი აქვთ ბანერები: „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)