|
2026-01-05 16:07:08, 1067 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებაზე დახარჯულ მთელ თანხას დაიბრუნებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებაზე დახარჯულ მთელ თანხას დაიბრუნებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ შეძლებს ომში უკრაინის დასახმარებლად დახარჯული თანხების სრულად ან „კიდევ უფრო მეტად“ დაბრუნებას. „ჯო ბაიდენმა 350 მილიარდი აშშ დოლარი გასცა. ახლა მე ბევრი დავიბრუნე, რადგან ჩვენ დავდეთ გარიგება იშვიათ მინერალებზე. და ჩვენ ამ ფულის დიდ ნაწილს დავიბრუნებთ. შესაძლოა, მთელ ფულს, შესაძლოა, მთელ ფულზე მეტსაც კი, მაგრამ ახლა ჩვენ ვიღებთ ანაზღაურებას. რამეს როცა ვუგზავნით, ისინი იხდიან“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომში ყოველთვიურად 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცი იღუპება. „ყოველთვიურად 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცი იღუპება. და ისინი ამერიკიდან არ არიან. ისინი რუსეთიდან და უკრაინიდან არიან. მე თუ შევძლებდი ამის შეჩერებას, მსურდა მისი შეჩერება. ვფიქრობ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხაა აშშ-ის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2025 წლის ივლისიდან, ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ ივლისში წამოწყებული „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის აშშ-ის იარაღს ყიდულობენ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)