01:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 12:00:22, 3902 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - სანამ ბიზნესს დაიწყებთ შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნეს იდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს.

პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:

  • ბიზნესის გზამკვლევი
  • რა არის სტარტაპი?
  • როგორ დავაგენერიროთ ბიზნეს იდეა?
  • ბიზნესის რეგისტრაცია
  • დაფინანსების მოძიება
  • ბიზნეს გეგმის დაწერა
  • ბრენდის გზამკვლევი

პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად.

„საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს.  ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნეს ეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics