|
2025-12-25 21:13:56, 9755 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: თბილისმა „მაღალი და არაკონკურენტული“ ტარიფი დაასახელა აზერბაიჯანიდან ტრანზიტისთვის
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის თავდაპირველი ფასი, რაც საქართველომ დაასახელა, მიიჩნიეს, რომ არის „შედარებით მაღალი“ და „არაკონკურენტული“, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დღეს, 25 დეკემბერს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანზიტისათვის „მაღალი“ და „არაკონკურენტული“ ფასი დაასახელა. „ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის კომპანია, მეორე მხარეს კი მარცვლეულის ან ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. ბუნებრივია, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება და იპოვონ საუკეთესო ვარიანტი“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა მის კომპეტენციაში არ შედის. მანამდე, 18 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა: „თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“. მინისტრმა პაპოიანმა ფაშინიანის ნათქვამი ასე განმარტა: „ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი დროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად“. მისი თქმით, სომხეთის საზღვრამდე აზერბაიჯანიდან რკინიგზით მივა ტვირთი, ხოლო შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე - „მულტიმოდალურად“, - სატვირთო მანქანებითა და შემდეგ რკინიგზით გადაიტანენ. 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა. მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის. აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა;
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)