|
2025-12-23 13:11:07, 16507 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი - თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი
იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები ჰყავთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ, ამას ამბობს საკუთარ თავზე ბრიუსელი, როცა ასეთ შანტაჟს ეწევა, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, კონკრეტულ ქვეყანაში ვისაც სჭირდება გამგზავრება და აქვს ამის საფუძველი, მისთვის ვიზის მიღება არასდროს ყოფილა პრობლემა. „თავად უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების ეტაპებზე, რაზეც დღეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობს, სიმართლე გითხრათ, რასაც ვისმენთ, ცოტა არასერიოზულია. საუბარი ძირითადად დიპლომატიურ პასპორტებზეა, ანუ მთავარი მუქარაა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის კარგა ხნით ადრე იყო მიღებული და უკვე შეჩერებულია, დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები დღეს ვიზას იღებენ. მე როდესაც ბულგარეთში ვიზიტით გახლდით, ვიზა ავიღე. ანალოგიურად, ვიზა ავიღე ბრიტანეთში ვიზიტისას და ასევე მაშინაც, როდესაც ირლანდიაში ჩავედი. ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზის აუცილებლობას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს ვიზის აღება წყევლა უნდა იყოს. ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, აშშ-სგან და სხვა ქვეყნებისგანაც, თუ რა ხდება?! ვიზა თუ საჭიროა, ვიზას ავიღებთ. ვისაც კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება სჭირდება და ამის საფუძველი აქვს, მისთვის ვიზის მიღება არასდროს ყოფილა პრობლემა. ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე დიდი ხანია, შემოღებულია. ეს დამოკიდებულება, ასეთი შანტაჟი ქართველ ხალხზე ალბათ იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენს საზოგადოებას ახსოვს თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი სკეტჩი. დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას, ემუქრება, რომ ბევრჯერ დაგაპატიმრებო. დაგაპატიმრებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერო. ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ, სამჯერ, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტებისთვის. თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლას საჩუქრად როდესაც განიხილავენ და ვიზას წყევლად, აჩვენებს, საკუთარ თავზე რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს – მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლაა მთელი საზოგადოებისთვის, იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები ჰყავთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, გაგვყინავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ. ამას ამბობენ საკუთარ თავზე, როცა ბრიუსელი ასეთ შანტაჟს ეწევა, ისეთი ცუდები ვართ, რომ ახლა ვიზას თუ შემოვიღებთ, თქვენ იქნებით გაწვალებული, გატანჯულიო. ირლანდია გვტანჯავს?! ბრიტანეთი? აშშ, თუ ვინ? დიპლომატიური პასპორტების საკითხი ხელახლა წამოიწია და ახლა თითქოს კიდევ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)