|
2025-12-22 10:28:57, 13561 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვამ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს
წინასაახალწლო პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად პატრულირებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად ადგენენ რამდენად კანონიერად ახდენენ მოქალაქეები წიწვოვანების რეალიზებას და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ახდენენ. სამართალდარღვევის სიმძიმისა და ხე-მცენარის მოპოვების ადგილის მიხედვით, წიწვოვანი ხე-მცენარეების დაზიანებაზე, უკანონოდ მოპოვებასა და ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2500 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანის შეძენა. წიწვოვანი მცენარეების კანონიერად მოპოვება დასტურდება შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობით, ან ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას საახალწლოდ არჩევანი ხელოვნურ ნაძვზე გააკეთონ, ან შეიძინონ მხოლოდ კანონიერი წარმომავლობის წიწვოვანი ხე-მცენარეები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)