|
2025-12-15 15:02:06, 12610 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 16-18 დეკემბერს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +8, +10 გრადუსს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 16 დეკემბერს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +6, +8 გრადუსს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსია მოსალოდნელი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით 0, +2 გრადუსს ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)