|
2016-03-26 14:52:18, 561 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
კონკურსში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება“ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა 27 პროექტით გაიმარჯვეს. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და ახალი კონკურსი გამოაცხადა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა კიდევ უფრო ხარისხიანი ფორმალური განათლება მიიღონ და დედაქალაქის სკოლებში არაფორმალური განათლების შესაძლებლობა გაფართოვდეს. პირველი კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პროექტში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების, სასკოლო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების, 3000-ზე მეტი პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი მონაწილეობდა. ახალი კონკურსისთვის, აპლიკაციების მიღება 15 აპრილამდე გაგრძელდება. კონკურსი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა პირველად 2015 წელს გამოაცხადა და შემდეგ თემებს მოიცავს: ჯანსაღი ცხოვრების წესი; პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა; ახალგაზრდა მეცნიერები; თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები; სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; დემოკრატიული გარემოს მშენებლობა სკოლებში; კულტურა და ხელოვნება; ძალადობისაგან თავისუფალი სკოლა; ეკოლოგია და გარემოს დაცვა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)