|
2016-03-26 14:47:55, 568 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" მონაწილეობა მიიღო „ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენაში 2016", რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. გამოფენაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ წარდგენელი ჰქონდა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ სააპლიკაციო ფორმებიც. როგორც ცენტრში აცხადებენ, ღონისძიების მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე, ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული საქმიანობების შესახებ. „მსგავსი გამოფენები შესაძლებლობას აძლევთ ახალგაზრდებს მოიძიონ სასურველი და საინტერესო მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული წინსვლისთვის. გამოფენის მონაწილეებს შორის მოხდა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლაც. მასში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მიზანია მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. დანაშაულის პრევენციის ცენტრის მოხალისეობრივი პროგრამებია „ორი თაობა", მოხალისე", „წერილები ჯარისკაცებს", „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ და სხვა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)