|
2025-12-02 13:23:25, 1569 ნახვა
პოლიტიკა
BBC-მ ფორმულასთან ქართულ ოცნებას უპასუხა
BBC, რომელსაც საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების მთავრობა სამართლებრივი დავის წამოწყებით ემუქრება, მათ პასუხობს. ფორმულასთან BBC-ის სპიკერი ამბობს, რომ იცავენ ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას უხდიან მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს. ასევე, კვლავ აღნიშნავს, რომ გამოძიება მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებებს და ამბობს, რომ რეპორტაჟი "მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს". "ჩვენი დოკუმენტური ფილმი, "როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის", რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC EYE-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)