|
2016-03-25 19:02:20, 518 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N186 სკოლაში თხზულებების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
თბილისის N186 სკოლაში თხზულებების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსის თემა იყო „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კელი დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო სტენდები წარმოადგინეს და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემაზე სპეციალური ვიდეოჩვენება გამართეს. დაჯილდოების დასასრულს ანა დოლიძემ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)