|
2025-11-28 18:58:59, 3817 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, უკრაინის ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ტერიტორიად ეღიარებინა - The Telegraph
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის აღიარებას „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში, იტყობინება The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, რომელიც მომავალ კვირას ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში ჩასვლას გეგმავს, პუტინს ომის დროს ჩამორთმეულ მიწებზე რუსეთის კონტროლის აღიარების წინადადებას წარუდგენს. The Telegraph-ის ცნობით, ტერიტორიების აღიარების გეგმა, რომელიც აშშ-ის დამკვიდრებულ დიპლომატიურ პრაქტიკას არღვევს, სავარაუდოდ, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად წინ წაიწევს. „სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ამერიკელებს არ აინტერესებთ ევროპელები. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სურთ“, - თქვა წყარომ. ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ანექსირებულ ტერიტორიებზე. ბიშკეკში გამართულ პრესკონფერენციაზე მან გამორიცხა დონბასთან დაკავშირებული დათმობები, რომელსაც ის სრულად ითხოვს, მათ შორის კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. „უკრაინის ჯარები გავლენ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. თუ ისინი არ გავლენ, ჩვენ ამას იარაღის ძალით მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა. მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას სურს „ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს“ და დასძინა, რომ რუსეთი ამისთვის „მზადაა“. The Telegraph-ის ცნობით, ტრამპის თავდაპირველ 28-პუნქტიან გეგმაში შედიოდა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების რუსეთის ტერიტორიებად აღიარების დებულებები. ის ითვალისწინებდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების კრემლს მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში დათმობას, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის ხაზი გაიყინებოდა. ორშაბათს ჟენევაში უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებების შემდეგ, გეგმა 19 პუნქტამდე შემცირდა: უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვები, კიევის ნატოში გაწევრიანებაზე უარი და აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების დებულებები მოიხსნა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებდა, რომ ტერიტორიულ საკითხებს პირადად განიხილავდა ტრამპთან და შესთავაზა მას შეხვედრა ვაშინგტონში. თუმცა, ტრამპმა შეთავაზება უგულებელყო. „ტელეგრაფის“ წყაროების ცნობით, აშშ-ის მიერ უკრაინის რეგიონებზე რუსეთის კონტროლის აღიარებასთან დაკავშირებული დებულებები „სამშვიდობო გეგმაში“ დარჩა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)