|
2025-11-27 19:37:07, 1380 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციის 78-ე მუხლი ლაშხს: პატივი ეცით საჯარო სექტორს, საჯარო მოხელე ემსახურება ხალხს
კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ გუშინ, 26 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხებოდა. კერძოდ, მარიამ ლაშხმა საჯარო მოხელეებზე საუბრისას თქვა, რომ "თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს". კონსტიტუციის 78-ე მუხლის წარმომადგენლები განცხადებაში ამბობენ, რომ საჯარო მოხელეები ხელფასს იღებენ არა ხელისუფლებისგან, არამედ ბიუჯეტიდან, რომელიც ივსება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით. შესაბამისად, ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს, ხალხს და აქვთ კონსტიტუციური უფლება დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში და გააკრიტიკონ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. ისინი მოუწოდებენ მარიამ ლაშხს, რომ შეწყვიტოს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. "გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტია ქართული ოცნების წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებას, რომელიც ამავდროულად იკავებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თაობაზე, მარიამ ლაშხი დაუფარავად ამბობს: "თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ არის რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს". გარდა იმისა, რომ მთელი მისი კომენტარი ირიბად ადასტურებს თანამშრომლების გათავისუფლების რეალურ მიზეზს, რომელიც აქაც შეფუთულია რეორგანიზაციით, მარიამ ლაშხი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი, როცა ამბობს, რომ რომელიმე საჯარო მოსამსახურე ხელფასს იღებს ხელისუფლებისგან. ყველა საჯარო მოსამსახურე, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი ანაზღაურებას იღებს ბიუჯეტიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ივსება. მეტიც - არა მარტო შემოწირულობებით არსებობენ, არამედ ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას თვითონ პოლიტიკური პარტიებიც. შესაბამისად, არათუ ვინმეს რამეს უხდის ქართული ოცნება, რომელსაც აქვს პრეტენზია, ხელისუფლებად იწოდებოდეს, არამედ პირიქით, მას ბიუჯეტიდან ერიცხება დაფინანსება. მარიამ ლაშხს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საჯარო სექტორს და შევახსენებთ, რომ საჯარო მოსამსახურე ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს და ხალხს, ანაზღაურებასაც იღებს ხალხის გადასახადებისგან, ასევე, აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის ნებისმიერ პარტიასთან დაკავშირებით, ასევე მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. ქართული ოცნება კი საჯარო სექტორის მხრიდან აღიარებულია როგორც საჯარო სამსახურის დამანგრეველი და მასობრივი რეპრესიების განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)