|
2025-11-17 11:39:24, 788 ნახვა
პოლიტიკა
ახვლედიანი რიჟვაძეზე: თვალზე ოპერაციისთვის წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ამბობს, რომ ის თვალზე ოპერაციის გასაკეთებლად არის წასული და საცხოვრებლად არ გადასულა. რაც შეეხება თავშესაფრის მიღებას, TV პირველთან საუბრისას ის ამბობს, რომ "[თავშესაფართან დაკავშირებით] მსგავსი არაფერი სმენია". "თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში", - ამბობს ის. ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში დაბრუნებას და ჩვენების მიცემას, ის ასე პასუხობს: "რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა", - ამბობს ალექსი ახვლედიანი. აჭარა თაიმსმა გუშინ, 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა. თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აღნიშნულ დღეს ის სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის გამო კლინიკაში მოხვდა. მომხდარიდან მეორე დღეს თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, მის ტანსაცმელში ნაპოვნი წერილი თავად თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის, სადაც ის შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. ამავე საქმეზე ბრალდებულია მისი მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა. გამოძიების მიხედვით, სწორედ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა ყოფილი მაღალჩინოსანი. ახვლედიანს იარაღის შენახვის წესების დარღვევაში ედება ბრალი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)