|
2016-03-25 13:56:18, 522 ნახვა
საზოგადოება
თანამედროვე სკვერი კორპუსის ნაცვლად - საბურთალოზე GULF-ი ახალ სკვერს მოაწყობს
კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯია“ საბურთალოს რაიონში ახალ სკვერს მოაწყობს. „სანპეტროლიუმ ჯორჯია“ პირველია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც სურვილი გამოთქვა თავისი წვლილი შეეტანა თბილისში არსებული მწვანე ზონების გამწვანებისა და კეთილმოწყობის პროცესში. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმს, რომელიც ბიზნეს კომპანიის მიერ ალ. ყაზბეგის N27-თან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებაზე პროექტის სამუშაო ვერსიის ჩვენებაც გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი გამგეობასა და „სანპეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობის პირველი ეტაპია. მემორანდუმის პირობების თანახმად, დიზაინის პროექტი, რომელიც კომპანიამ მოამზადა, ქ.თბილისის მერიას წარედგინება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა. აგრეთვე, გაიმართება დიზაინის პროექტის საჯარო განხილვა, რომელსაც საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრებიან. კომპანია გალფი შერჩეულ ტერიტორიაზე სავარჯიშო და სათამაშო მოედნების, ასევე დასასვენებელი ზონის მოწყობის პროექტს სრულად დააფინანსებს. ტერიტორიის გამწვანებაზე კი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტები იმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი წლის წინ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. მერიის ინიციატივით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, მიწის ნაკვეთი თვითმმართველის საკუთრებაში დაბრუნდა. სულ მალე კი ყაზბეგის გამზირს კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება. შეხვედრას საზოგადოებრივი საბჭოს წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები, N52-ე საჯარო სკოლის დირექტორი და პარლამენტის თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)