|
2025-11-14 15:41:11, 1046 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე Eagle Hills-ის პროექტში "ოცნების" მხრიდან შესაძლო კორუფციაზე - ეს ვისი რა საქმეა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც უდიდესი არაბული ინვესტიციაა საქართველოში, პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე - ხედავ თუ არა კორუფციის ნიშანებს იმაში, რომ პროექტის განხორციელებაში „ქართული ოცნების“ წევრის ლევან მაჭავარიანის ძმის კომპანიაა ჩართული, მერი პასუხობს, ეს კერძო კომპანიის გადასაწყვეტია და არავითარ კორუფციას აქ ადგილი არ აქვს. „კერძო კომპანია ვის გააკეთებინებს პროექტს, ან პროექტირებას, ეს ვისი რა საქმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობთ, როგორმე დააზიანოთ აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ან თუნდაც ბიუჯეტში შემოსული თანხების თვალსაზრისით, ქართული კომპანიების ჩართულობით. ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებით რეკრეციულ არეალებს საფრთხე არ ემუქრება „რეკრეციული სივრცეები და ტყით დაფარული არეალები, რომელიც არის კრწანისის ტყე-პარკში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. არის ტბები, რომელიც შენარჩუნებული იქნება, ოღონდ მოწესრიგდება, განახლდება და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან სასიამოვნო გარემოში დაისვენონ, გაერთონ, იცხოვრონ“, - აღნიშნა მერმა. მისივე ინფორმაციით, ეს იქნება კომბინირებული სივრცე, რომელიც გაერთიანებს პარკს, საცხოვრებელ არეალს, სასტუმრობს, ტბებს და ასე შემდეგ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)