|
2025-11-14 15:15:56, 780 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს
ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას არღვევს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეკრებების დროს ჩადენილ არაძალადობრივ დარღვევებზე არაპროპორციულად გამკაცრებული სასჯელები გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-9, მე-19 21-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგება. ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცვლილებების მიხედვით, კონკრეტულ არაძალადობრივი დანაშაულების, როგორიცაა სახის ნიღბით დაფარვა, გზის გადაკეტვა და ა.შ. სასჯელის ზომად მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, რაც საერთაშორისო სამართალას ეწინააღმდეგება. ეუთო/ოდირი ასევე წერს, რომ მსგავსი არაძალადობრივი დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვნების მიმართ გათვალისწინებული 1 -წლიანი სასჯელი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ზომა მხოლოდ უკიდუეს შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები ხშირად ბუნდოვანი ენით ხასიათდება, რაც მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული სასჯელის გამოყენების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)