|
2025-11-10 14:27:22, 1137 ნახვა
მსოფლიო
Kommersant: რუსეთის რეგიონებში რეზერვისტების მასობრივი გაწვევა დაიწყო, ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ
რუსული გამოცემის, „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის რეგიონებში რეზერვისტების მასობრივი გაწვევა დაიწყო. მედიის ცნობით, ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ. როგორც „კომერსანტი“ წერს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია რუსეთის ფედერაციაში შემავალ 20-ზე მეტ სუბიექტში. გამოცემის ცნობით, რეზერვისტების სპეციალიზებული დანაყოფების ფორმირება რუსეთის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების ხელმოწერამდე დაიწყო. როგორც მედია წერს, მაგალითად, ნავთობის ობიექტების დასაცავად რეზერვისტების შეკრება თათრეთში ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ნოემბრის დასაწყისში პირველმა დანაყოფმა უკვე დაიწყო წვრთნები. რეზერვისტების მომზადება უკვე დაწყებულია ბიჟეგოროდის ოლქშიც. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ახალ კანონში არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რეზერვისტები მხოლოდ საკუთარ რეგიონში იმსახურებენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 ნოემბერს ხელმოწერილი კანონი საშუალებას იძლევა, რეზერვისტების შეკრება მშვიდობიან პერიოდშიც მოხდეს. ეს კანონი ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც მოხალისეობრივად დათანხმდნენ რეზერვში ყოფნას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)