|
2025-11-08 11:11:04, 638 ნახვა
პოლიტიკა
მძიმე ინფლაციის მიუხედავად ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე, ამტკიცებს, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია
საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინურ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა. კობახიძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან.
ცნობისთვის, საქსტატმა სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4.8%-ით არის გაზრდილი. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაციაა. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდა ძირითადად სურსათის ჯგუფის გაძვირებას უკავშირდება, რადგანაც ამ ჯგუფში ფასები წლიურად 11.9%-ით არის მომატებული. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (16.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.8 პროცენტი), თევზეული (11.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (9.4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (6.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.4 პროცენტი). ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.7 პროცენტით).
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)