|
2025-11-06 20:59:52, 1067 ნახვა
პოლიტიკა
ALDE: ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE Party) ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ALDE აცხადებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიოს მოუწოდებს, არ იყოს ჩუმად. "ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა "სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის". ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშაა. ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის", - წერს ALDE X-ზე. პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც დევნა დაიწყო, ციხეშია. მათი ნაწილი წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამოა დაპატიმრებული და მათ რამდენიმეთვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)