|
2025-11-06 17:33:16, 645 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: გავაგრძელებთ ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასრულებლად
" დღეს, რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი და აზრის გამოხატვა, სინამდვილეში კი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი, დანაშაული და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ღია დასტური იმის, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ აკრძალული იქნება ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ასევე გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება - საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქადის ჩვენს ქვეყანას. მეორე არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია - ეს არის ჩვენი ერთიანობა. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში 2012 წლიდან არის და არც ერთ მომენტში უკან არ დაუხევია, დღეს ივანიშვილს, მინდა გითხრათ ძალიან ღიად ,რომ არ ეშინია არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების, ლიდერის და არც ერთი პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის. [...] ეს არის სწორედ ის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა და ჩვენი ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა და მინდა ცხადად ვუთხრა რეჟიმის წარმომადგენლებს, იმ ბრძოლას, რომელსაც ენმ ეწევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - იმ მიზნით, რომ მოქალაქეებს ავაცილოთ ის უდიდესი საფრთხე, რის წინაშეც რეჟიმმა ისინი დააყენა უვიზო მიმოვლის წართმევის გზით და ეს სანქციები, ნაცვლად ამისა დაეკისროს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, მოძალადეებს - ამ საქმიანობასაც, ისევე როგორც ბრძოლას ქვეყნის შიგნით - ყველა ფრონტზე, შიდა თუ საგარეო ფრონტზე, ეს პარტია, რომელიც არასდროს უშინდებოდა ბრძოლას და არ შეუშინდება არც დღეს, არც ხვალ გააგრძელებს ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამ მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი რეჟიმის დასასრულებლად", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)