|
2025-11-06 15:08:38, 655 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების
„მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არჩევანი, რომელიც ქართელმა ხალხმა გააკეთა, არის არა ევროპული ბიუროკრატია, არამედ სამართლიანობა, ობიექტური დამოკიდებულება, ქართველი ხალხისა და საქართველოს პატივისცემა. „განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ძირითადად, სიცრუით არის გაჯერებული, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. როდესაც ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის არის მოწინავე ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუნდაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე წინ არის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი სხვა კრიტერიუმია, სადაც საქართველო მოწინავეა. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუესა და მუქარას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ეს არ არის ევროპული ბიუროკრატია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, პირველ რიგში, საჭიროა სამართლიანი დამოკიდებულება ქვეყნის, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ. „ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება, ქვეყნის, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს პატივისცემა. გვინდა ქვეყანაში ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რაც შეეხება, თბილისის მერი აცხადებს, რომ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, რომ „როგორმე სასამართლო სისტემა ჯიბეში ჩაედოთ“. „არ გამოვა, მეგობრებო, სასამართლო და ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ერთია, რას საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით და მეორეა ფაქტი. ფაქტი ის არის, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, მიუხედავად მოწოდებებისა და მუქარებისა, ჩვენი პრინციპული პოზიციით და ქვეყნის ინეტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნეთ მშვიდობა, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)