|
2025-11-06 14:19:40, 1093 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობას, განთავისუფლდა მიწები
„სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება, აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩაერთონ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს. ძალიან ხშირად ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით, თუმცა როდესაც გაქვს ასეთი ფაქტები და ვაკეთებთ მოკვლევას, ვლინდება, რომ ეს არის ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ახორციელებენ ამ ტიპის ქმედებებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო საქმიანობაში, დაემორჩილონ ჩვენი სამსახურების კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს ინსპექციის მიერ გამოვლენილია 1 305 სამშენებლო სამართალდარღვევა. „სახელმწიფო მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ჩატარებულია 70-ზე მეტი სპეციალური ღონისძიება; დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ უკანონოდ აშენებულ შენობა/ნაგებობას; გამოთავისუფლებულია ათეულობით ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური ღონისძიებები და ქმედითი რეაგირება გაგრძელდება და არცერთი უკანონო მშენებლობის თუ სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება. „კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, არ ჩაერთოთ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)