|
2025-11-05 17:48:24, 680 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში ფიქრს, დააბრუნოს ოპოზიცია ხელისუფლებაში
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ თავს ესხმის ევროპელ მეგობრებს და ამბობს, რომ "არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში". "დღეს, ძალიან რთულია, ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი. თუმცა, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში", - ამბობს კობახიძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)