08:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 15:08:56, 585 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: ვაგრძელებთ ზინოვკინას ჯანმრთელობის მონიტორინგს, კლინიკაში გადაყვანა არ შედის ჩვენს მანდატში

სახალხო დამცველი პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი დაკავებიდან - 2024 წლის დეკემბრიდან - დღემდე 6-ჯერ მოინახულეს. ბოლოს, პატიმართან გასაუბრება პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა.

ამასთან, განცხადებაში აპარატი წერს, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებული განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

"სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდადებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.

31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს.

ანასტასია ზინოვკინას კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს, 3 ნოემბერს, 16:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics