04:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 17:00:26, 857 ნახვა

პოლიტიკა
კალაძის თქმით, მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია "ახალი წლისთვის დასრულდება"

ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია "წლის ბოლოსთვის დასრულდება".

ეს მან საკრებულოს სხდომაზე პარტია ლელოს წევრის ვახტანგ სურგულაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

"კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა - გავწყვიტეთ ხელშეკრულება, მეორე კომპანია იყო და იმასთანაც აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არც შესაბამისი კომპანიები მსგავსი გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების შესრულება. [...]

დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. ამიტომ დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ და პროექტი გადაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა აღნიშნულ მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს - ეშინია, ერიდება, რომ შემოვიდეს ტენდერში და შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია. საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics