|
2025-10-29 22:51:04, 975 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი პროტესტის მონაწილეებზე: იგონებენ რაღაც ზეწოლებს, ციხეში მიდიან, არაფრის გამო
ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროტესტის მონაწილეებზე ისაუბრა. "იმდენად მნიშვნელოვანი თემები ამოდის ზედაპირზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვურჩევდი, ვთხოვდი - მოდი, ამ საკითხებზე გავაკეთოთ რეაგირება. თორემ, მსახიობია, სტუდენტია, აქტივისტია, თუ არ ვიცი, ეს აქტივისტი რას ნიშნავს, დამისახელოს, კანონში ჩაიხედოს, კონსტიტუციაში ჩაიხედოს, სად არის ან დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი სად არის, ისარგებლე შენი უფლებებით. ვინმე შეიჭრა შემოქმედებით ნაწილში და უთხრა, ან ამას რატომ იღებ ან ამას რატომ აკეთებ? თეატრის მსახიობები გამოდიან და სირცხვილია, კაცო. რომ ედრებიან, რა 37 წელს და საბჭოთა კავშირს ედრებიან? მაგრამ იმ საბჭოთა კავშირის დროსაც შედევრები იქმნებოდა იმის ფონზე, რომ საკუთარი თავი ეპოვათ და ესენი ამ თავისუფლებაში რომ იგონებენ რაღაც ზეწოლებს და თავით ეტაკებიან და ციხეში მიდიან, არაფრის გამო - ეს კითხვა იმიტომ დავიწყე, რომ რას აპროტესტებენ? ალბათ, 410-ე დღეს რომ დაუსვა კითხვა, დაავიწყდებათ, რატომ დაიწყო ეს პროცესი, ამ აქციის. აი, რას აპროტესტებენ?", - თქვა მან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)