06:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 12:25:18, 730 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ის თანამშრომლებს სახელმწიფოს კუთვნილი ბინა და სახლი საკუთრებაში გადაეცეთ

ივანიშვილის მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებით და მიწის ნაკვეთით, სუს-ის შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლოა საკუთრებაში გადაეცეთ. 

აღნიშნული ცვლილება ივანიშვილის მთავრობამ 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესში" შეიტანა. დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

ახალი დადგენილებით წესის მე-9 მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

"სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია, საცხოვრებლად გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით. სამსახურის გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებლად გადაცემული ქონება შესაძლებელია, გადაეცეს მოსამსახურეს საკუთრებაში, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე".

აქამდე არსებული რედაქციით მე-9 მუხლი ითვალისწინებდა აღნიშნული ობიექტის სუს-ის უფროსის სამართლებრივი აქცით თანამშრორმლებსთვის სარგებლობაში გადაცემას და არა საკუთრებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics