|
2025-10-27 19:44:38, 1047 ნახვა
სამართალი
ეჭვიანობის გამო, ავალიანს მუშტი დაარტყა, მეორემ ვიდეო გადაიღო – 2 პირს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, 1-ელ ოქტომბერს, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან "არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო", გიგა ავალიანს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო, ხოლო ადგილზე მყოფმა მეორე პირმა გადაიღო დანაშაულის ამსახველი ფაქტი და დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. განცხადების მიხედვით, დამნაშავეს ავალიანის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი სსკ-ის 17-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას (ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გულისხმობს. "შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)