|
2025-10-26 20:49:58, 1092 ნახვა
პოლიტიკა
მერე შევაერთეთ - ჭიათურის მერია თავს იმართლებს
ჭიათურის მერია განცხადებას ავრცელებს მათივე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს რუკა ოკუპირებული რეგიონების გარეშე იყო „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია. დღეს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ აღინიშნა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. რუკის ფოტო ოფიციალურ გვერდზე თავად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა, საზოგადოების კრიტიკული რეაქციის შემდეგ კი „ჭიათურობა 2025“-ის შესახებ მთელი ალბომი წაშალა. მერიისვე ინფორმაციით, ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)