11:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-25 12:40:54, 1087 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

ფორმულას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ პატიმრობისას მისი მთავარი საფიქრალი საპროტესტო აქციებზე არსებული მდგომარეობა იყო.

"რაც მაქვს სათქმელი ისაა, რომ ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული და რომლებიც უკანონოდ სხედან ციხეში თითქმის ერთი წელია და კიდევ ემატებიან ადამიანები. აქ ყოფნა არაფერს არ ნიშნავდა, ირონიულია, მაგრამ მადლობა რეჟიმს რომ ის ძალიან ძლიერი ქალები გამაცნო, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ყოველი დღე თენდებოდა იმით, რომ ნეტა გუშინ რუსთაველი ხომ გადაიკეტა და იქ რა ხდება. სხვებზე უფრო ვნერვიულობდით, ვიდრე საკუთარ თავზე"- თქვა ციცქიშვილმა.

დროებითი დაკავების იზოლატორს დღეს დღის მეორე ნახევარში დატოვებს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. 24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას.

პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics