|
2016-03-24 16:04:10, 496 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ პროექტში „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის პროექტის „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში, ღონისძიება სახელწოდებით - „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ჩატარდა. „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დირექტორატის კამპანიის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომლის თანახმად ბიბლიოთეკის იმიტირება ხდება და წიგნებს ადამიანები წარმოადგენენ. პროექტის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, „გამოიწერონ“და „წაიკითხონ“ ნებისმიერი „წიგნი“ - ანუ წარმომდგენ პირთან „წიგნის თემატიკის“ შესაბამისი საუბარი გამართონ. „ცოცხალი“ ბიბლიოთეკის „მკითხველი“ ამჯერად თბილისის საჯარო სკოლების მე-9-12 კლასების 40 მოსწავლე იყო. „წიგნები“ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ წარმოადგინეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში სამართლებრივ და ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები მონაწილეობენ: მოქმედი პოლიციელი, პროკურორი, კრიმინალური ექსპერტი, სამედიცინო ექსპერტი, სოციალური მუშაკი, ყოფილი მსჯავრდებული, ახალგაზრდული მუშაკი და სხვა. არჩილ თალაკვაძემ დაინტერესებულ მოსწავლეებს თავის კარიერულ გზაზე უამბო. მან განმარტა, თუ რატომ აირჩია პროფესიად მენეჯმენტი და რა სირთულეებია ამ პროფესიასთან დაკავშირებული. შს მინისტრის მოადგილემ, ასევე, პოლიციელის მოვალეობებზე, საზოგადოების წინაშე სამართალდამცველთა მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ახალგაზრდა „მკითხველების“ შეკითხვებსაც უპასუხა. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პარტნიორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)