|
2025-10-20 18:13:56, 834 ნახვა
პოლიტიკა
ლემონჯავა: ყველას მოგიწოდებთ, 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე
"კოალიცია ცვლილებებისთვის" მოქალაქეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 1 წლის თავზე მოქალაქეების აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. კოალიციის წევრი, გიგა ლემონჯავა ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, შევიდეს "ოცნების" პარლამენტში. მისი თქმით, "საქართველოსთვის" შესვლა ერთპარტიულ პარლამენტში არ ნიშნავს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებას. "მაშინ, როდესაც ე.წ. ხელისუფლება იწყებს გენერალურ დარტყმებს პროტესტზე ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად უკანონოდ აკავებენ ათობით ადამიანს: მსახიობებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მოხუცებს, სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მაშინ, როცა დღის წესრიგშია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ანტიდემოკრატიული საკითხი, გახარიამ და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს, რომ ლეგიტიმაციის მცდელობა ჰქონდეთ ამ რეჟიმის და გადაწყვიტეს შევიდნენ ამ პარლამენტში. ეს არის თანამონაწილეობა იმ ძალადობისა, რომელსაც აწარმოებს რეჟიმი საქართვლოს მოქალაქეების წინააღმდეგ - ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი. თუმცა ამ მცდელბის მიუხედავად, გახარიას პარტია ვერ შეძლებს, ლეგიტიმაცია მისცეს ამ კრიმინალური რეჟიმს, რადგანაც ამ რეჟიმის არალეგიტიმურობის შესახებ განაჩენი გამოიტანა ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში არ მონწილეობით, პროდასავცლური პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტინორებმა. ქართველი ხალხისთვის, პროდასავური სპექტრისთვის, არსებობს ძალიან მკაფიო ბრძოლის და გამარვების გზა. ეს არის - რეჟიმის სრული იზოლაცია ქვეყნის შიგნით, მასთან არ თანამშრომლობა და არაღიარება, რასაც შედეგები აქვს. ეს არის საერთაშორისო წნეხი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გამოხატუილია საერთაშორისო პერსონალური სანქციებით, მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ. და რაც მთავარია, ეს არის საერთო საახალხო პროტესტის გავრცობა ამ ქვეყანაში. ყველას მოგიწოდებთ, რომ 26 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, ვიყოთ ბევრი, ჩვენი ძალა არის სოლიდარობაში, სიმრავლეში, სიმართლეში. 26 ოქტომბერს, გაყალბებუილი არჩევნების 1 წლის თავზე ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლა გადადის ახალ ფაზაში. პროტესტი არათუ მიილია, არამედ ხსნის ახალს სუნთქვას. ჩვენი ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე. რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით. ჩვენ ვბრძოლებთ გამარჯვებამდე", - განაცხადა ლემონჯავამ.
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)