|
2025-10-19 14:55:41, 1060 ნახვა
სამართალი
რეჟიმმა შარფის ტარებისთვის აქტივისტი გოგო დააკავა
იურისტი ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ პოლიციამ დღეს, 19 ოქტომბერს საკუთარ სახლში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა ლარა ნაჭყებია - ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, ვინც წუხელ ღამით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში გააჩერა პოლიციამ „იდენტიფიცირებისთვის“. მას, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონის პირობებში, ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. „ოქმს შეადგენენ განყოფილებაში და სასამართლოში გადაიყვანენ დღესვე“, - გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო სვანიძემაც დაწერა, რომ მას სახლთან პოლიცია დახვდა და ის განყოფილებაში გადაიყვანეს, ''უკან დაგაბრუნებთო, იცოდეთ", - წერს ის ფეისბუკზე. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "დროაც" და წერს, რომ ნინოს დაკავებაც, სავარაუდოდ, "რუსთაველის გადაკეტვას უკავშირდება". "მამაჩემს სადარბაზოსთან დახვდა 3 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომელი, შემდეგ მოვიდა 2 პატრულის მანქანა... გააცნეს, რომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის გამო მიჰყავთ", - წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი მარგიანი. ახალი კანონით, პოლიციას შეუძლია, აქტივისტები დაჯარიმების ნაცვლად პირდაპირ ადმინისტრაციული წესით დააპატიმროს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)