|
2025-10-19 14:52:15, 1694 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ისტორიაში პირველად გერმანიამ ელჩი გაიწვია
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე წერს, რომ მათ გადაწყვიტეს, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახონ, იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება. „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“, - წერს გერმანიის საგარეო იწყება X-ზე. მათივე ცნობით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს. პეტერ ფიშერი, აცხადებდა, რომ მისი ელჩობის დასაწყის ეტაპზე მას "საუკეთესო მეგობრად" თვლიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ინტენსიური უარყოფითი კამპანიის დაწყების ნიშნულად ის ასახელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება, ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში. შესვლამდე ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა", რაც, მისი შეფასებით, არის "ძალიან უჩვეულო" მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. "ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს". უფრო ადრე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პეტერ ფიშერზე საუბრისას თქვა, რომ „ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”.
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)