|
2016-03-24 15:17:49, 2915 ნახვა
სპორტი
ქუმსიშვილი აბანოებზე: კერძო ბიზნესის ნაწილში გადაწყვეტილებები სასამართლომ უნდა მიიღოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების პროტესტს გამოეხმაურა. 6 აბანოს ხელმძღვანელი მუშაობას აჩერებს და მთავრობისგან GWP-სთან შუამდგომლობას და წყლის საფასურის შემცირებას მოითხოვს. ქუმსიშვილის განცხადებით, ორივე კერძო ბიზნესია და შესაბამისად, სამართლიან ქვეყანაში კერძო ბიზნესის ნაწილში გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. „კერძო ბიზნესის ნაწილში, სამართლიან ქვეყანაში გადაუწყვეტავ თემებზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. თუმცა ჩვენ, როგორც მთავრობა, რა თქმა უნდა შევეცდებით მედიაციას იმისათვის, რომ კერძო ბიზნესი ყველანაირი დაბრკოლების გარეშე განვითარდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, თბილისის 6-მა აბანომ ფუნქციონირება ერთი დღით შეწყივტა. როგორც აბანოების თანამშრომლები აცხადებენ, აქცია გამაფრთხილებელია და ისინი წყლის საფასურის ზრდას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ ადგილზე მივიდეს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, დაიწყოს მოლაპარაკებები. აქციის მონაწილების მოთხოვნაა, აბანოებს დაუწესონ შეღავათიანი გადასახადი და ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება ჩამოაჭრან. აბანოების თანამშრომლებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, თუმცა ის პოლიციამ მალევე გაათავისუფლა. აქციის პარალელურად ამ საკითხზე შეხვედრა კომპანია Georgian Water and Power-შიც მიმდინარეობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)