|
2025-10-15 11:05:02, 790 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ელინა ვალტონენი საზოგადოებას უჩვენებს, რომ მხარს უჭერს გადატრიალების ორგანიზატორებს
უბრალოდ იცოდეთ: ქუჩა, სადაც დგას ეუთო-ს თავმჯდომარე (რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლავთ), წარმოადგენს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალს. რასაც ხედავთ, არის რამდენიმე ათეული რადიკალის სცენა - განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეუთო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნისა, უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების გარანტიას ყველგან, თუმცა გზის ბლოკირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ისინი ტროტუარზე ვერ ეტევიან. „ფინეთის მინისტრმა, შესაძლოა, ეს არ იცოდეს, მაგრამ ვერცერთ მაგალითს ვერ დაასახელებს ბოლო 13 წლის განმავლობაში, როცა ეს უფლება საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია. მინისტრის ზურგს უკან კი ჩანს პარლამენტის წინ მდებარე მოედანი, სადაც ათჯერ მეტი ადამიანი ეტევა, ვიდრე ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გზას ბლოკავს, მათ შორის, თავად ფინეთის მინისტრიც, ისე, რომ მოძრაობა არ შეიზღუდება და შეკრება მშვიდობიანად ჩატარდება. რასაც ახლა იქ ფინეთის მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე აკეთებს, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. ის ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც ირონიულად სწორედ იმ ქალაქში იქნა მიღებული, სადაც ეუთო-ს სათავო ოფისი მდებარეობს. ამით მინისტრი ქართულ საზოგადოებას უჩვენებს, რომ იგი მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სინამდვილეში მხოლოდ ცარიელი ფრაზაა. საინტერესოა ისიც, რომ ფინეთის ხელისუფლება გაცილებით ნაკლებად შემწყნარებელია გზების ბლოკირების მიმართ ჰელსინკიში, ვიდრე თბილისში“, – წერს პაპუაშვილი.
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)