|
2025-10-09 18:53:09, 1088 ნახვა
სამართალი
შსს თბილისში პოლონეთის მოქალაქეებზე თავდასხმის კადრებს აქვეყნებს [VIDEO]
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს აქვეყნებენ. ცნობისთვის, 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პოლონეთის 3 მოქალაქეს თავს დაესხნენ. ინფორმაცია თავდაპირველად პოლონურმა მედიამ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, დაზიანებები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს აქვს მიყენებული. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე - 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შსს-ს ცნობით, დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)