|
2025-10-09 16:32:21, 1275 ნახვა
სამართალი
თბილისში პოლონელ მესაზღვრეებს თავს დაესხნენ და დაჭრეს, ორი თავდამსხმელი დაკავებულია
უცნობი პირები თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. დაშავებულებს მძიმე ჭრილობები აქვთ მიყენებული. ინფორმაციას პოლონური მედია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ს განცხადებით, საქართველოს ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შსს-ს ცნობით, დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. "პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ოფიცრების ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ. შედეგად, ჩვენმა ორმა ოფიცერმა თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები". - ამბობს პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელი, ანდჟეი იუჟვიაკი. იუჟვიაკის ცნობით, თავდამსხმელები დანებით და რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. დაშავებულთაგან ერთ-ერთს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მეორე კი ოპერაციისთვის ამზადებენ. პოლონური მედიის ცნობით, პოლონელი ოფიცრები თბილისში ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს (Frontex) მისიით იმყოფებოდნენ, რომელიც პოლონეთიდან საქართველოსა და პაკისტანის რამდენიმე მოქალაქის საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნების ოპერაციის ნაწილი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)