|
2025-10-08 13:46:12, 1089 ნახვა
პოლიტიკა
EPP: მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები
მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელშემწყობ პირებზე, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს. "როდესაც ქართველი ხალხი კვლავ აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარსული არჩევნები ჩაატარა, რომელშიც აქტივობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და რომელსაც ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მასობრივი რეპრესიებისა და რეჟიმის ოპონენტებზე ძალადობის ფონზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ბოლო დაკავებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლებების შეზღუდვას, პროევროპული ოპოზიციის განადგურებას და საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის შერყევაში მონაწილეობენ", - წერია განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)