16:12 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 20:24:07, 1406 ნახვა

პოლიტიკა
ჩუდიჩი: საქართველოში აღარ დარჩა დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც წნეხის ქვეშ არაა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით გამოვიდა რეზოლუციის - „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანაწამრდეგენი, საბინა ჩუდიჩი.

მისი თქმით, საქართველოში აღარ დარჩა "დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც კოლოსალური და სახიფათო წნეხის ქვეშ არ იმყოფება."

იგი შეეხო 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებსაც და თქვა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ამ არჩევნების სამართლიანობაზე მიუთითებს.

ჩუდიჩმა ასევე საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა. ხაზი გაუსვა მზია ამაღლობელის პატიმრობასაც.

"საქართველოში დღეის მდგომარეობით, არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც კოლოსალური და სახიფათო წნეხის ქვეშ არ იმყოფება. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ უწყვეტ თავდასხმებს სამოქალაქო სექტორზე, დაპატიმრებებსა და საბანკო ანგარიშების გაყინვებს.

უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს. გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც საქართველოში მოახლოვდა - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობა არ იარსებებს. უპირველეს ყოვლისა, იმ უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც საქართველოს სამოქალაქო სექტორია, და მეორე - არ არსებობს თანამშრომლობა არჩევნების მონიტორინგის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისთვის მოწვევა დაგვიანებით გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმაც შესაბამისად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არ იქნა მიწვეული არჩევნების მონიტორინგისთვის.

საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების შემდეგი კომპონენტი ჟურნალისტები და თავისუფალი მედიაა. კიდევ ერთხელ, ვხედავთ, რომ სივრცე, სადაც ჟურნალისტური თავისუფლებებია შეზღუდული და ჟურნალისტებზე თავდასხმებიც კვლავ გრძელდება. ამ მხრივ, გამოვყოფდი მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებით პატიმრობაში რჩება.

სამოქალაქო საზოგადოების 60-ზე მეტი ორგანიზაციაა თავდასხმის ობიექტი და მათი საბანკო ანგარიშები გაყინვით არის დაშინებული", - განაცხადა ჩუდიჩმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics