11:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 18:30:18, 393 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გლობალური ურთიერთობების სამდივნოს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელთან ანტონიო სომასთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2016-2020 და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში საქართველოს აქტიურად ეხმარებოდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. შეხვედრაზე აღინიშნა პროექტის მნიშვნელობა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.
საუბარი ასევე შეეხო OECD-სა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ანტონიო სომას განცხადებით „OECD დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებითა და თანამშრომლობის გაფართოებით სხვადასხვა მიმართულებებით, მაგალითად საჯარო მმართველობა, განათლება, კონკურენცია და ა.შ.".
შეხვედრისას მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა OECD-ის მნიშვნელოვან როლს ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მონაწილისა და სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის, ცნობადობის გაზრდაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს თავის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის, პოტენციალს. „საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იქცეს სატრანზიტო ცენტრად რეგიონში, თუმცა გარდა ამისა საქართველოს ასევე აქვს პოტენციალი გაზარდოს ინვესტიციები და აწარმოოს ბიზნესი საქართველოში" - აღნიშნა ანტონიო სომამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics