|
2025-10-02 12:45:01, 1250 ნახვა
პოლიტიკა
დანიის საგარეო - EPC-ის შეხვედრაზე საქართველოს მიწვევა მხოლოდ დადგენილი ფორმატით მოხდა
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. უწყების განცხადებით, დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის დადგენილ ფორმატს, შესაბამისად საქართველოს მოწვევა მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა. "ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო. დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში გაიმართება. მათივე ცნობით კობახიძე დანიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)