|
2025-10-01 11:09:41, 937 ნახვა
პოლიტიკა
საია „გრანტების შესახებ“ კანონის კიდევ ერთ მუხლს ასაჩივრებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, საია ასაჩივრებს „გრანტების შესახებ“ კანონის 61-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო მონიტორინგის პროცესი. „მონიტორინგის პროცესი მასობრივად დაიწყო და დღეისათვის, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ მიმდინარეობს. „გრანტების შესახებ“ კანონის სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს განუზომელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ბანკებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს დაუდგინა სამდღიანი ვადა დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად. „გრანტების შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოს ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ეს გარემოება ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს არაგონივრულად მცირე ვადების დაწესების შესაძლებლობას, რაც ორგანიზაციებს დამატებით ბარიერებს უქმნის და შეუსაბამოა კონსტიტუციის დებულებებთან. საია ამტკიცებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას. ამასთან, არაგონივრულად მცირე ვადის დაწესება არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას. აღსანიშნავია, რომ ეს საიას მეორე საკონსტიტუციო სარჩელია „გრანტების შესახებ“ კანონთან მიმართებით. პირველი სარჩელი საიამ 2025 წლის 18 აგვისტოს წარადგინა და „გრანტების კანონისა“ და მთავრობის დადგენილების იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლითაც აიკრძალა გრანტის გაცემა და მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე. არსებული მექანიზმი წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას და იჭრება ორგანიზაციების ავტონომიაში, თავად განსაზღვრონ საკუთარი საქმიანობის მიზნები, ამოცანები და ფარგლები. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საიამ საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ასევე, მოითხოვა მონიტორინგის მექანიზმების დამდგენელი სადავო ნორმების შეჩერება. საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები და დროულად მოიწვიოს განმწესრიგებელი სხდომა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შესაჩერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)