|
2016-03-23 14:53:38, 536 ნახვა
საზოგადოება
"სინათლის ქალაქში" სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა
"სინათლის ქალაქში" თბილისის მერიის სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის "დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, "სინათლის ქალაქის" დირექტორმა თორნიკე კიზირიამ სტუდენტებს თბილისის ანძაზე უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, სტუდენტებმა ახლებურად განათებული ანძა დაათვალიერეს და "სინათლის ქალაქის" დირექტორისგან ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თორნიკე კიზირია სტუდენტებს იმის შესახებაც ესუბრა, თუ რა სახის სამუშაოებს ეწევა დედაქალაქის სტრატეგიულ ობიექტზე "სინათლის ქალაქი". "სინათლის ქალაქის დირექტორის თქმით, თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გაეცნონ თუ როგორ მუშაობენ მათი პროფესიული მიმართულების მქონე ორგანიზაციები. თორნიკე კიზირიას თქმით, დაახლოებით სამი თვის მანძილზე, "სინათლის ქალაქში" სტაჟირება 20 -მდე სტუდენტმა გაიარა. მისი განმარტებით, სტუდენტები უწყების მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებდნენ თვალს და შეძლებისდაგვარად იყვნენ პროცესში ჩართულნი. კიზირიას განცხადებით, სტუდენტები დეტლურად გაეცნენ იმ პოექტებსაც, რომლებზეც "სინათლის ქალაქი" ამ დროისთვის მუშაობს. "მოგეხსენებათ, მერიის დაკვეთით, "სინათლის ქალაქმა" იტალიურ კომპანია "გრივენთან" ერთად, დედაქალაქის ანძის ახლებურად განათებაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, სწორედ ამიტომ სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, ადგილზე დაეთვალიერებინათ ჩატარებული სამუშაოები" - განაცხადა თორნიკე კიზირიამ. შეგახსენებთ, თბილისის მერიამ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით „დაიწყე კარიერა". პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მათი განათლების პროფილისა და პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით, სთავაზობს სამთვიანი პრაქტიკის გავლას მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების სრულყოფას და მათ მომზადებას დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)