|
2025-09-22 16:17:23, 1941 ნახვა
საზოგადოება
მობილბანკში იგებ - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის ონლაინ სკოლის პარტნიორია. 29 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი კომაროვის ონლაინ სკოლაში და განათლების გზაზე არ გაჩერდე. პროექტის ფარგლებში, სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ ფიზიკის ან/და მათემატიკის კურსს. ონლაინ სკოლის მასწავლებლები კომაროვის გამოცდილი სპეციალისტები არიან. აქ მოსწავლეები სააზროვნო და ლოგიკური ამოცანების საშუალებით ფიზიკისა და მათემატიკის საკითხებს მარტივად და სახალისოდ სწავლობენ.
სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად მიმდინარეობს, თითოეული ტრიმესტრი კი 3 თვე გრძელდება და 12 კვირას მოიცავს. თითოეული სასწავლო წლის პირველ ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ მეორე ტრიმესტრში სწავლის სრულ დაფინანსებას, ხოლო მეორე ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები, მესამე ტრიმესტრის სწავლის სრულ დაფინანსებას. ინფორმაციისთვის, აღნიშნული კურსი არ არის გათვლილი ფიზიკა - მათემატიკური სკოლების პროგრამაზე და განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის (და სხვა ფიზიკა-მათემატიკურ) სკოლაში. პროექტში მონაწილეობასთან და სასწავლო განრიგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს. რეგისტრაციისთვის გადადით ვებგვერდზე: https://shorturl.at/q7tZ8 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კომაროვის სკოლას მეილზე: Online.School@komarovi.edu.ge ან ტელეფონის ნომერზე: 558964060; 558968030 ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)