06:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-13 09:59:42, 1960 ნახვა

მსოფლიო
ნობელის კომიტეტი ტრამპის ნომინაციაზე- პოლიტიკური ზეწოლა გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ნობელის პრემიაზე კანდიდატურას შესაძლოა დაბრკოლება შეექმნას: ნორვეგიის ნობელის კომიტეტის დამოუკიდებელი პოზიცია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ კანდიდატების დამსახურებაზე დაყრდნობით.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის „იმსახურებს“ ნობელის პრემიას მშვიდობისთვის, აღნიშნა რა მისი როლი „ექვსი ომის შეჩერებაში“. მის კანდიდატურას მხარდაჭერა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისგან, მათ შორის ისრაელისგან და აზერბაიჯანისგან (https://t.me/az_front/68074) მიიღო.

კომიტეტის მდივნის, ჰარპვიკენის თქმით, ის კვლავ იმუნურია საჯარო კამპანიებისა და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ. მან აღნიშნა, რომ მედიის ყურადღება გარკვეული კანდიდატების მიმართ გავლენას არ ახდენს შიდა განხილვებზე. მისი თქმით, კომიტეტის წევრები ექსპერტების შეფასებებსა და დამოუკიდებელ ანალიზს ეყრდნობიან და არა პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ რეზონანსს 

წელს კომიტეტი ლაურეატს 338 ადამიანისა და ორგანიზაციისგან შემდგარი სიიდან შეარჩევს. ეს სია 50 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახება. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის სახელი 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics